

კომპანია “პროჯექტ გრუპი“ 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და საქმიანობს ორი ძირითადი მიმართულებით: ენერგომომარაგების სისტემების დაგეგმარება/განხორციელება და არქიტექტურული პროექტირება.
“პროჯექტ გრუპი” გთავაზობთ სხვადასხვა სახის საპროექტო სერვისს, დაწყებული შენობის დაპროექტებიდან დასრულებული ინდუსტრიული ენერგო-ინჟინერული მომსახურებებით.
ჩვენი საპროექტო კომპანია ქართულ ბაზარზე ემსახურება ისეთ უმსხვილეს ორგანიზაციებს, როგორებიცაა “კოკაკოლა ბოთლერს ჯორჯია”, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “ენერგო პრო ჯორჯია”, “საქართველოს რკინიგზა”, “ავერსი” და ა.შ. იხილეთ ჩვენ მიერ შესრულებული არქიტექტურული და ენერგომომარაგების პროექტები ქვემოთ.
პროჯექტ გრუპი გთავაზობთ სრულფასოვან არქიტექტურულ მომსახურებას საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისათვის. ჩვენი სერვისები მოიცავს: პროექტირებას – სრული არქიტექტურული-სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენას, სადაც დეტალურად არის ასახული სივრცის განაწილება და ყველა ტექნიკური პარამეტრი.
ვამზადებთ კონსტრუქციულ დასკვნას, რომელიც აუცილებელია, როგორც მშენებლობის ნულიდან დაწყებისას, ისე ძველი ნაგებებების რეკონსტრუქციისას. ჩვენი ინჟინრები აანალიზებენ შენობის მდგრადობას და აფასებენ კონსტრუქციულ უსაფრთხოებას.
გრგ-ს და გაპის მომზადება საჭიროა მშენებლობის კანონის ფარგლებში წარმართვისათვის. ეს დოკუმენტები მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას ადგილობრივი რეგულაციების შესახებ. მშენებლობის ნებართვის აღებაზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას – ვაგროვებთ საჭირო დოკუმენტაციას, ვუკავშირდებით შესაბამის უწყებებს და ვუზრუნველყოფთ ნებართვის დროულად მიღებას.
ასევე გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სერვისს, რომელიც მჭიდრო კავშირში არის არქიტექტურულ პროექტირებასთან. ჩვენი დიზაინერები ქმნიან ფუნქციონალურ და ესთეტიურ სივრცეებს, ამზადებენ 3D ვიზუალიზაციებს და ეხმარებიან მასალების შერჩევაში.
არქიტექტურული პროექტის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი არის ობიექტის ფართობი – რაც უფრო დიდია სახლი, მით მეტ დროსა და რესურსს საჭიროებს მისი დაპროექტება. პროექტის სირთულეც მნიშვნელოვანია – სტანდარტული გეგმა ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე არასტანდარტული არქიტექტურული გადაწყვეტილებები ან რთული კონსტრუქციული ელემენტები.
კომპლექსურობა ასევე განსაზღვრავს ფასს. ზოგს სჭირდება მხოლოდ საბაზისო არქიტექტურული ნახაზები, ზოგს კი სრული პაკეტი – არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული დასკვნა, ელექტრო გეგმები, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სქემები, გათბობის სისტემის დაგეგმვა.
დამატებითი სერვისები, როგორიცაა 3D ვიზუალიზაცია, დეტალური ინტერიერის დიზაინი ან ენერგოეფექტურობაზე კონსულტაცია, ცალკე ფასდება. პირველივე კონსულტაციაზე, ჩვენი სპეციალისტები და მთავარი არქიტექტორი დეტალურად განიხილავენ თქვენს მოთხოვნებს და შემოგთავაზებენ ზუსტ ფასს. ჩვენი მიდგომა გამჭვირვალეა – არანაირი დამალული ხარჯები. ასევე შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა.
სტანდარტული საცხოვრებელი სახლის დაპროექტება შედარებით მოკლე ვადებში ხდება. საშუალოდ 3-დან 6 კვირამდე სჭირდება. პირველი ეტაპი არის საწყისი კონსულტაცია და ტექნიკური დავალების შედგენა – დაახლოებით 3-5 დღე. ამ დროს ვესაუბრებით კლიენტს, ვიხილავთ ადგილის სპეციფიკას და ვაანალიზებთ შესაძლებლობებს.
ესკიზური პროექტის შემუშავება საშუალოდ 1-2 კვირას მოითხოვს. ამ დროს ვქმნით საწყის ნახაზებს და ვაჩვენებთ კლიენტს. შესაძლებელია რამოდენიმე ვარიანტის შემუშავება.
საბოლოო პროექტის დამუშავება ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია – 2-3 კვირა. ამ პერიოდში მზადდება დეტალური არქიტექტურულ-სამშენებლო ნახაზები, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, ელექტრო და სანტექნიკის სქემები.
თუ პროექტი რთული და მასშტაბურია – მაგალითად, მრავალსართულიანი შენობა ან არასტანდარტული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები – ვადები შეიძლება გაიზარდოს 8-10 კვირამდე. მნიშვნელოვანია კლიენტის მხრიდან სწრაფი უკუკავშირი, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ვადების დაცვაში.
ელექტრომომარაგების დაგეგმვა ჩვენი მეორე მთავარი მიმართულებაა და განკუთვნილია ინდუსტრიული ობიექტებისა და საწარმოებისთვის. ქვესადგურის პროექტირება და მშენებლობა ერთ-ერთი ძირითადი სერვისია. ინდუსტრიული ობიექტები მოითხოვენ მაღალი სიმძლავრის ელექტროენერგიას, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ტრანსფორმატორული ქვესადგურის მოწყობა. ჩვენი ინჟინრები ახორციელებენ სამუშაოების სრულ ციკლს – დაგეგმვას, პროექტირებას, მშენებლობის ზედამხედველობას და ექსპლუატაციაში გაშვებას.
ძალოვანი ტრანსფორმატორი უზრუნველყოფს დენის სწორ გადაყვანას. ჩვენს მიერ დამონტაჟებული ტრანსფორმატორები აკმაყოფილებენ ყველა უსაფრთხოების სტანდარტს. დენის გამანაწილებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის სწორ განაწილებას საწარმოს შიგნით – ვამზადებთ დეტალურ სქემებს და ვახორციელებთ მონტაჟს სრული დოკუმენტაციით.
ელექტრო დაქსელვის დაგეგმვა მოიცავს მთლიანი ელექტრო ინფრასტრუქტურის დიზაინს. გენერატორების მონტაჟი და დენის რეგულატორის დამონტაჟება უზრუნველყოფს საწარმოს უწყვეტ მუშაობას. ინდუსტრიული ობიექტებისთვის კრიტიკულია, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში არსებობდეს სარეზერვო კვება.
მიწის ნაკვეთზე ახალი სახლის მშენებლობისთვის საჭიროა საკუთრების უფლების მოწმობა ან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნაკვეთის საკადასტრო გეგმა და ტოპოგრაფიული გეგმა. ტოპოგრაფიული გეგმა აჩვენებს ნაკვეთის რელიეფს, არსებულ ობიექტებს და კომუნიკაციების განლაგებას. თუ არ გაქვთ ეს გეგმა, შეგვიძლია დაგეხმაროთ მის შეკვეთაში.
დასრულებული/ძველი შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭიროა შენობის არსებული არქიტექტურული გეგმები (თუ კი ხელმისაწვდომია), BTI-ს ამონაწერი ან ტექნიკური პასპორტი. თუ გეგმავთ კონსტრუქციულ ცვლილებებს, აუცილებელია შენობის მდგომარეობის შეფასება.
ინდუსტრიული ობიექტებისთვის საჭიროა საწარმოს რეგისტრაციის დოკუმენტები, ტექნიკური მოთხოვნების აღწერა, ელექტრო სიმძლავრის მოთხოვნის გამოთვლები და არსებული კომუნიკაციების სქემები. თუ ზუსტად არ იცით, რა დოკუმენტები გჭირდებათ, პირველ კონსულტაციაზე ჩვენი სპეციალისტები დეტალურად დაგაკვალიანებენ და მოგაწვდიან სიას.
პროცესი იწყება უფასო კონსულტაციით, სადაც ვსაუბრობთ თქვენს იდეებზე და მოთხოვნებზე. შემდეგ ვამზადებთ დეტალურ კომერციულ შეთავაზებას და ხელშეკრულებას, სადაც ნათლად არის ჩამოყალიბებული, რა სერვისები შედის, რა ვადებში და რა ფასებში.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მზადდება ტექნიკური დავალება, რომელსაც ორივე მხარე ხელს აწერს. შემდეგ იწყება ესკიზური პროექტის მომზადება – ჩვენი არქიტექტორები ქმნიან საწყის ნახაზებს რასაც შემდგომ თქვენთან ერთდ განვიხილავთ. შესაძლებელია დამატებითი შეხვედრა, სადაც ერთად ვაფასებთ და ვაკეთებთ კორექტირებას.
ესკიზის დამტკიცების შემდეგ იწყება დეტალური პროექტის შემუშავება – მზადდება ყველა ნახაზი, სქემა და გამოთვლა. ამ ეტაპზეც ვიღებთ თქვენგან კომენტარებს/მითითებებს. საბოლოოდ ვიღებთ, როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდურ ვერსიას. მთელი პროცესის განმავლობაში გეყოლებათ პირადი მენეჯერი, რომელთანაც ყოველთვის შეგიძლიათ დაკავშირება. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს, რომ სამუშაოების ყოველ ეტაპზე იყოთ სრულად ინფორმირებული.
დიახ, აქტიურად ვმუშაობთ დისტანციურად. პირველი კონსულტაცია შეიძლება ჩატარდეს Zoom-ის ან Google Meet-ის მეშვეობით. ყველა საჭირო დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულად – საკადასტრო გეგმები, საკუთრების მოწმობის ასლები და სხვა.
პროექტის შემუშავების პროცესში ხშირი კომუნიკაცია ხდება ონლაინ. ესკიზურ ნახაზებს ვაგზავნით PDF ფაილებად. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ კომენტარები ელფოსტით, მესიჯით (Whatsapp, Messenger, Viber, და ა.შ.) ან ვიდეო ჩართვაზე.
3D ვიზუალიზაციები განსაკუთრებით გამოსადეგია დისტანციური მუშაობისას – საშუალებას გაძლევთ თვალსაჩინოდ დაინახოთ, როგორ გამოიყურება შენობა. თუ პროექტი საჭიროებს ადგილზე ვიზიტს, ჩვენი სპეციალისტები შეძლებენ ჩამოსვლას. საბოლოო დოკუმენტაცია ასევე გაიგზავნება ელექტრონულად, ხოლო ბეჭდური ვერსია – კურიერული სერვისით.
დაგვიკავშირდით და მიიღეთ პირველადი კონსულტაცია უფასოდ.
ჩვენი ყველა პროექტი შესრულებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სრული შესაბამისობით. პროექტის სისწორეზე და ხარისხზე ვიღებთ სრულ პროფესიულ პასუხისმგებლობას. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა პროექტში აღმოჩნდება უზუსტობა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სამუშაოს ხარისხთან, გამოვასწორებთ უფასოდ.
ხელშეკრულება დეტალურად განსაზღვრავს ორივე მხარის ვალდებულებებს – რა შედის სერვისში, რა ვადებში უნდა შესრულდეს და რა პასუხისმგებლობა გვაქვს. ტექნიკური მხარდაჭერა პროექტის გადაცემის შემდეგაც გრძელდება – თუ მშენებლობის პროცესში რაიმე კითხვა წარმოიშვება, ჩვენი სპეციალისტები ხელმისაწვდომები არიან კონსულტაციისთვის.
ელექტრომომარაგების პროექტებში გარანტია მოიცავს როგორც პროექტირების, ისე მონტაჟის ხარისხს. ყველა დამონტაჟებული სისტემა გადის შემოწმებას. გაცემულ ელექტრომომარაგების სისტემაზე ვიძლებით გარანტიას მინიმუმ 1 წლით. ჩვენი მთავარი გარანტია არის რეპუტაცია და წლობით გამოცდილება – ჩვენი კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და გვყავს მრავალი კმაყოფილი დამკვეთი.





