საქართველოს სამშენებლო და ენერგეტიკულ სექტორში საპროექტო მომსახურება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები ეძებენ სანდო პარტნიორს, რომელიც წარმატებით შეძლებს პროექტის იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე მიყვანას.
საპროექტო კომპანია პროჯექტ გრუპი 2019 წლიდან ემსახურება დამკვეთებს სხვადასხვა საპროექტო მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს არქიტექტურა-საინჟინრო პროექტირების, ელექტრო ენერგეტიკისა და მშენებლობის სფეროს გამოცდილ სპეციალისტებს.
"პროჯექტ გრუპი" გთავაზობთ, როგორც არქიტექრურულ ისე ელექტრო-ინჟინერულ სერვისებს
ჩვენი დამკვეთები










ყოველი წარმატებული პროექტი იწყება სწორი დაგეგმარებით. ჩვენი საპროექტო მომსახურება მოიცავს პროექტის სრული ციკლის მართვას – საწყისი კვლევისა და შესწავლის ეტაპიდან დაწყებული, კონსტრუქციული დოკუმენტაციის მომზადება, ნებართვების აღება და საბოლოო მშენებლობითი სამუშაოების კოორდინაციით დამთავრებული.
ჩვენ ვიცით, რომ კლიენტებს უწევთ ერთდროულად მრავალ სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობა – არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, მშენებლებთან, ნებართვების მიმღებ ინსტანციებთან. ეს პროცესი ხშირად რთული და დამღლელია. სწორედ ამიტომ გვაქვს სრული საპროექტო მომსახურების კონცეფცია, რაც აერთიანებს ყველა აუცილებელ ეტაპს და უმარტივებს მთელ პროცესს დამკვეთს.
საპროექტო კომპანა ყოველთვის ითვალისწინებს კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და საჭიროებებს. ჩვენი სამუშაო მეთოდოლოგია ემყარება კლიენტთან მჭიდრო კოლაბორაციას და გამჭვირვალე კომუნიკაციას პროექტის ყველა ეტაპზე.
ჩვენი გუნდი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: ენერგო მომარაგება და არქიტექტურული პროექტირება. ეს მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ ინტეგრირებული მიდგომა, სადაც ყველა ასპექტი ერთმანეთს უკავშირდება და ქმნის ჰარმონიულ მთლიანობას.
ჩვენი საპროექტო მომსახურება ასევე მოიცავს ტექნიკურ ზედამხედველობას მშენებლობის პროცესში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სპეციალისტების მომსახურება არ იზღუდება მხოლოდ დოკუმენტაციის მომზადებით, არამედ ისინი ზრუნავენ იმაზეც, რომ პროექტი განხორციელდეს ზუსტად ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ.
ჩვენი საპროექტო მომსახურება გამოირჩევა კომპლექსურობით და ღია მიდგომით. ვთვლით, რომ კლიენტი უნდა იყოს ინფორმირებული პროცესის ყველა ეტაპის შესახებ და აქტიურად მონაწილეობდეს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ჩვენი კომპანიის გამოცდილი მენეჯმენტი მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამის მისაღწევად ვიყენებთ ხარისხიან მასალებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვთანამშრომლობთ ბაზარზე დამკვიდრებულ მომწოდებლებთან და ყოველთვის ვიცავთ პროექტის ვადებს.
კომპანიის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენი გუნდია. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალს ინდუსტრიის განვითარებას და შეისწავლიან ახალ ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლებმა ყოველთვის მიიღონ უახლესი და ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები.
ბაზარზე რამდენიმე წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად მოვიპოვეთ სანდო რეპუტაცია. ჩვენი პროექტები გამოირჩევა თანამედროვე, ინოვაციური მიდგომით, მრავალფეროვნებით და რაც მთავარია – ხარისხით.
ჩვენი მომსახურების არჩევისას “პროჯექტ გრუპი”-ს სახით, თქვენ იღებთ სანდო პარტნიორს, რომელიც თქვენთან ერთად გაიზიარებს პროექტის ხარისხიანად შესრულების პასუხისმგებლობას და იზრუნებს, რომ საბოლოო შედეგი სრულყოფილად შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინებს. ჩვენი მთავარი მიზანი, რაც გუნდს ამოძრავებს, არის სახელი, რომელიც ასოცირებულია დროულ და ხარისხიან მომსახურებასთან.
გაქვთ იდეა და გჭირდებათ პროფესიონალური საპროექტო სერვისი? დაგვიკავშირდით და ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად