“პროჯექტ გრუპი“ 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და საქმიანობს ორი ძირითადი მიმართულებით: ენერგომომარაგების სისტემების დაგეგმარება/განხორციელება და არქიტექტურული პროექტირება.
კომპანიის გამოცდილი მენეჯმენტი და მაღალი კვალიფიკაციის გუნდი უზრუნველყოფს თითოეული პროექტის სრულყოფილ შესრულებას – იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ჩვენი მიდგომა ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ გადაწყვეტებს და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.
ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს თითოეულ დამკვეთთან, რათა ყველა დეტალი იყოს ზუსტად მორგებული მათ საჭიროებებზე. ხარისხიანი მასალები, ინოვაციური ხედვა და პროფესიონალთა ერთიანი ძალისხმევა – ეს არის ჩვენი წარმატების საფუძველი.
ჩვენი საპროექტო კომპანიის გუნდისთვის მთავარი მიზანი არის სახელის დამკვიდრება, რომელიც ასოცირდება დროულ და ხარისხიან მომსახურებასთან. ეს მიზანი ყოველდღიურად გვიბიძგებს ვიმუშაოთ მაღალი სტანდარტებით და მაქსიმალური პასუხისმგებლობით.
დროული მომსახურება ჩვენთვის ნიშნავს არა მხოლოდ ვადების დაცვას, არამედ მთელი პროცესის ეფექტურ მართვას. თითოეული პროექტი იწყება დეტალური გეგმით, სადაც გათვალისწინებულია ყველა შესაძლო ფაქტორი. კლიენტებს ყოველ ეტაპზე ვაწვდით ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ და წინასწარ ვაცნობებთ ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს.
ხარისხიანი სერვისი ჩვენთვის ნიშნავს, როგორც სიზუსტით შესრულებულ სამუშაოს, ასევე კლიენტთან ურთიერთობის კულტურას. ყველა პროექტზე ვიყენებთ მხოლოდ ნაცად მასალებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ხოლო სამუშაოები სრულდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
ჩვენი გუნდის ყოველი წევრი იზიარებს ამ მიდგომას და დაუღალავად შრომობს იმისათვის, რომ პროჯექტ გრუპის სახელი ასოცირდებოდეს სანდოობასთან, პროფესიონალიზმთან და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობასთან.