დისტანციური დათვალიერება
დასკანერებული სივრცის სრულად დათვალიერება ოთახიდან გაუსვლელად, მოწყობილობების განლაგებისა და მომსახურების მარშრუტების გაცნობა.
3D სკანირება უზრუნველყოფს ობიექტის სივრცითი მონაცემების აღრიცხვასა და ციფრული მოდელის ფორმირებას. ობიექტს დაათვალიერებთ დისტანციურად, ოთახიდან გაუსვლელად.
ვირტუალური ტურები
აირჩიეთ ობიექტი და დააჭირეთ „ტურის ჩართვას“. სივრცეში გადაადგილება შეგიძლიათ თაგვით ან თითით, სრულ ეკრანზე გაშლა კი ღილაკით.
ტექნიკური აღრიცხვა და აქტივების რეესტრი
ვირტუალური ტური გამოიყენება დისტანციური დათვალიერებისთვის, ხოლო მოდელთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაცია ხელს უწყობს ობიექტის დოკუმენტირებასა და მომსახურების დაგეგმვას.
მოდელს შეიძლება დაუკავშირდეს:
მოწყობილობების მართვას უზრუნველყოფს შესაბამისი ავტომატიკა.
უპირატესობები
დასკანერებული სივრცის სრულად დათვალიერება ოთახიდან გაუსვლელად, მოწყობილობების განლაგებისა და მომსახურების მარშრუტების გაცნობა.
3D ტურში თანამშრომლების ტრენინგისთვის ვიდეოგაკვეთილებისა და დანადგარების მოვლა-პატრონობის ვიდეოინსტრუქციების ინტეგრირება.
შესაბამისი ინტეგრაციის გზით საწარმოში არსებული სენსორების 3D ტურთან დაკავშირება და ტემპერატურის, წნევის, დატვირთვისა და სხვა მონაცემების რეალურ დროში მონიტორინგი.
შედეგი
სივრცითი მოდელის, ტექნიკური ინფორმაციის, სასწავლო მასალებისა და მონიტორინგის მონაცემების ერთიან ციფრულ გარემოში თავმოყრა.
სკანირებიდან სამუშაო ნახაზამდე
3D სკანირების შედეგად შექმნილი DWG ფაილი ასახავს „კოკა-კოლას“ ქარხნის საწარმოო სივრცისა და დანადგარების განლაგებას.

უფასო კონსულტაცია
გაქვთ იდეა და გჭირდებათ პროფესიონალური არქიტექტურული ან ელექტრო-ინჟინერული მომსახურება? დაგვიკავშირდით და ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად.