ტრანსფორმატორის დამონტაჟება კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროცესია. ამ პროცესის სწორად წარმართვას სჭირდება დიდი გამოცდილება და სიფრთხილე. ეს არის ელექტრომომარაგების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი.
ახალი ობიექტის აშენებისას საჭირო ხდება ტრანსფორმატორის სრულყოფილი ინსტალაცია. ეს უზრუნველყოფს შენობის ელ-მომარაგებას შეფერხებების გარეშე. ამის გარდა, ზოგ შემთხვევაში, უკვე არსებული ტრანსფორმატორები საჭიროებს შეცვლას. ძირითადად, ეს ხდება მოწყობილობის ცვეთის გამო. ასევე ტექნიკური მახასიათებლების შეუსაბამობის ან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
ტრანსფორმატორის დამონტაჟება იწყება დეტალური გეგმის შედგენით. პირველ რიგში, ტექნიკური სპეციალისტები აფასებენ ძველი აღჭურვილობის მდგომარეობას და განსაზღვრავენ დემონტაჟის მეთოდს. შემდეგ ეტაპზე მიიღება უსაფრთხოების ზომები - დენის გათიშვა, სამუშაო ადგილის იზოლაცია და საჭირო დაცვითი აღჭურვილობის მომზადება.
ტრანსფორმატორის მონტაჟი მოითხოვს სპეციალურ ტექნიკას და ინსტრუმენტებს. მძიმე ტრანსფორმატორების შემთხვევაში გამოიყენება სამშენებლო კრანები და სხვა სპეციალიზირებული მოწყობილობები.
"პროჯექტ გრუპი" უზრუნველყოფს ტრანსფორმატორის მონტაჟს ყველა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ჩვენი გუნდი მუშაობს მხოლოდ ხარისხიანი აღჭურვილობით და იყენებს თანამედროვე მეთოდებს.
ჩვენი საპროექტო კომპანიის სერვისი მოიცავს არა მხოლოდ დაპროექტება და მონტაჟს, არამედ შემდგომ ტექნიკურ მომსახურებებსაც. ყველა სამუშაო სრულდება განსაზღვრულ ვადაში, რაც უზრუნველყოფს მინიმალურ შეფერხებას თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ პირველადი კონსულტაცია სრულიად უფასოდ.