ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესებისათვის ასევე საცხოვრებელი შენობა ნაგებობებისათვის. პროჯექტ გრუპი გთავაზობთ გენერატორის მონტაჟის სრულ სერვისს, რაც უზრუნველყოფს საიმედო რეზერვული ელექტრომომარაგების სისტემის ჩამოყალიბებას.
ჩვენი გუნდი ამონტაჟებს ყველა ტიპის გენერატორს - დაწყებული პატარა საოჯახო მოდელებიდან და დამთავრებული მასშტაბური ინდუსტრიული დანადგარებით.
გენერატორების სერვისი მოიცავს ყველა იმ სამუშაოს, რაც აუცილებელია დანადგარის მონტაჟისა და უპრობლემო მუშაობისათვის. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები ახდენენ რეგულარულ ტექნიკურ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ზეთის შეცვლას, ფილტრების გამოცვლას და ყველა ძირითადი კომპონენტის შემოწმებას.
პრევენციული მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიზელური გენერატორებისთვის, რომლებიც ფართოდ გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ასევე საწარმოო ობიექტებზე. რეგულარული შემოწმება/შეკეთება არა მხოლოდ ტექნიკური აუცილებლობაა, არამედ ეს უზრუნველყოფს დანადგარის გრძელვადიან და საიმედო მუშაობას.
ჩვენი საპროექტო კომპანიის სპეციალისტები ასევე ატარებენ გენერატორების ელექტრონული სისტემების დიაგნოსტიკას და ამოწმებენ სამართავ პანელებს. ეს მოიცავს ავტომატური ჩართვის სისტემის, ბატარეების მდგომარეობისა და ყველა ელექტრონული კომპონენტის გადამოწმებას.
გენერატორის შეკეთება მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენ ინჟინრებს აქვთ ყველა საჭირო კვალიფიკაცია განსხვავებული ბრენდების და მოდელების შესაკეთებლად. ყველაზე ხშირ პრობლემას წარმოადგენს საწვავის სისტემის ხარვეზები, ალტერნატორის გაუმართაობა და ავტომატური ჩართვის სისტემის პრობლემები.
შეკეთების პროცესი იწყება დეტალური დიაგნოსტიკით, რომლის დროსაც ზუსტად განისაზღვრება პრობლემის მიზეზი. ამის შემდეგ ხდება ვადაგასული ან დაზიანებული კომპონენტების გამოცვლა ორიგინალი ნაწილებით. ჩვენი კომპანია მჭიდრო თანამშრომლობაშია ყველა ძირითად მწარმოებელთან, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი რეზერვული ნაწილების ხელმისაწვდომობას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძრავის კომპონენტებს - დგუშებს, ცილინდრების თავებს და საწვავის სისტემას. ეს ნაწილები ყველაზე მეტი დატვირთვის ქვეშ მუშაობენ და მათი მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი დანადგარის ეფექტურობაზე.
გენერატორის მონტაჟი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს. პირველ რიგში ხდება ადგილის მომზადება და საფუძვლის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს დანადგარის სტაბილურ განლაგებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი სიმძლავრის მქონე გენერატორებისთვის, რომლებიც გამოირჩეევიან მაღალი ვიბრაციით.
მეორე ეტაპზე ხდება ელექტროგაყვანილობების მონტაჟი და ავტომატური კომუტაციის სისტემის დაყენება. ეს არის განსაკუთრებით რთული პროცესი, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნას ელექტრო ინჟინერიის სფეროში. ავტომატური გადართვის სისტემა უზრუნველყოფს რეზერვულ ელექტრომომარაგებაზე გადართვას რამდენიმე წამში.
ბოლო ეტაპზე ხდება დატესტვა და გამართვა, რომლის დროსაც მთელი სისტემა მუშაობს სხვადასხვა რეჟიმში. ამ დროს განისაზღვრება ყველა პარამეტრის სისწორე და ხდება საჭირო ცვლილებების შეტანა.
ჩვენი კომპანია 2019 წლიდან წარმატებით ამონტაჟებს გენერატორებს. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს მაღალხარისხიან მომსახურებას და იყენებს მხოლოდ ორიგინალ რეზერვულ ნაწილებს.
დაგვიკავშირდით გენერატორის პროექტირებისა და მონტაჟისათვის. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ნებისმიერი სირთულის პროექტის შესრულებისათვის და უზრუნველყოფენ თქვენი ობიექტის საიმედო ელექტრომომარაგებას.