პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის შენობის გაფართოებას სამი ახალი მიშენების (#1, #2 და #3) სახით.
მიშენება #1 განკუთვნილია ჩამოსული მგზავრების მისაღებად, მიშენება #2 წარმოადგენს აეროპორტის მთავარ შესასვლელსა და მგზავრთა განაწილების სივრცეს, ხოლო მიშენება #3 მოიცავს საოფისე სივრცეებს აეროპორტის თანამშრომლებისთვის.
არქიტექტურული გადაწყვეტა შესრულებულია თანამედროვე სტილში და მოიცავს მეტალის კონსტრუქციებს, ალუმინის ვიტრაჟებსა და კომპოზიტურ ფასადურ მასალებს. პროექტი უზრუნველყოფს მგზავრთა ნაკადების ოპტიმიზაციას, ფუნქციურ გაუმჯობესებას და სრულ ადაპტაციას შშმ პირებისთვის.