ავერსის მრავალფუნქციური კლინიკა გორში
პროექტის აღწერა:
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილი მე-2
კილომეტრი.(ს/კ 66.45.07.495).ტერიტორიას სამხრეთით დასავლეთით და ჩრდილოეთით
ესაზღვრება კერძო მიწის ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთით საავტომობილო გზა.
საპროექტო ტერიტორია ხასიათდება ვაკე ზედაპირით.
საპროექტო შენობის კარკასი წარმოადგენს რკინაბეტონის კოჭებისა და რიგელებისგან
შემდგარ კარკასს. საძირკველი არის წერტილოვანი. შენობის სართულიანობა - 4 სართული.
შენობის კარ-ფანჯრები იქნება შავი ფერის ალუმინით. პროექტში ასევე გამოყენებულია
სპაიდერის ტიპის შემინვა. მოაჯირები იქნება ალუმინის ჩარჩო ლითონის ტროსით.
ფასადები მოპირკეთდება აგურით. ფასადზე ასევე გათვალისწინებულია ხის ფაქტურის
მქონე ფუნდერმაქსი, პერფორირებული ფუნდერმაქსი და თეთრი ფერის შელესვა/შეღებვა.
ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები
1. მიწის ნაკვეთის ფართობი - 5 854 მ2
2. განაშენიანების ფართობი - 4 084.5 მ2
3. საერთო ფართობი - 4 051 მ2
მათ შორის:
ა. კომერციული -235.1 მ2
ბ. საოფისე -1 627.8 მ2
გ. საზაფხულო ფართობი -468.5 მ2
დ. კიბის უჯრედის და ჰოლის ფართობი -1 032.9 მ2
ე. დამხმარე ფართობი -113.8 მ2
ვ. ავტოსადგომის ფართობი -572.9
4. შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე - 19.8 მ.
5. სამშენებლო მოცულობა - 14 999.1 მ3
0.00 ნიშნულის ზევით - 13 134.9 მ3
0.00 ნიშნულის ქვევით - 1 864.2 მ3
6. კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო
ფართობი
კ1 =1034.5+126.6+73.6+8.1=1 242.8 /5854=0.2
7. კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის
საანგარიშო ფართობი
კ2 =1034.5+822.5+816.9+573.8+46.7=3294.4 /5854=0.6
8. კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი
კ3 =1780.6/5854=0.3