მაკდონალდის ახალი ფილიალის პროექტი ერისთავის #25-ში
დაგეგმარების საფუძვლები და მიზნები:

პროექტი შედგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული 29.03.2024 წლის N 6957090 ბრძანების საფუძველზე, რომელიც ეხება სამსახურის მიერ 01/12/2021 წლის № 5708010 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებებში შენობა ნაგებობის ფუნქციის კორექტირებას.
განახლებული ფუნქციური დანიშნულება: რესტორანი

მიწის ნაკვეთის მდებარეობა და აღწერა:

საპროექტო მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით 01.12.12.002.022) მდებარეობს ქალაქ თბილისში, ერისთავის ქუჩა #25.
მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს -1623.0 კვ.მ-ს
ნაკვეთს აღმოსავლეთ სამხრეთ და დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული ნაკვეთები,
ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე.

პროექტის აღწერა:

პროექტით გათვალისწინებულია 9.05მ სიმაღლის, 2 სართულიანი რესტორნის (სწრაფი კვების) ობიექტის შენობის მშენებლობა. აქედან:
- +0.00 (432.20მ) ნიშნულზე განთავსებულია რესტორნის დარბაზი, სამზარეულო, ასევე მოეწყობა ოფისები, საკვები პროდუქტების საწყობი.
- +4.20 ნიშნულზე განთავსებულია რესტორნის დარბაზი, ვერანდა, მომხმარებლის საპირფარეშოები და ასევე სამუშაო პერსონალის გასახდელები მოსასვენებელი ფართით.
- +9.05 ნიშნულზე (სახურავზე) განთავსებულია საბოილერო ოთახი და მისგან გამიჯნული სტაბილიზატორების ოთახი, ფართების ჯამური ლაქა შეადგენს 44.2 კვადრატულ მეტრს, ხოლო მისი სიმაღლე არ ცდება 2.4 მეტრს. აღნიშნული ოთახები აიწყობა მსუბუქი კონსტრუქციით და არ ექნება მთავარი შენობის მზიდ კონსტრუქციასთან კავშირი.

შენობის მოსაპირკეთებელი მატერიალები:

ალუმინის პანელები (RAL 6007)
კომპოზიტური პანელები (RAL 8003)
ხის მოპირკეთება (RAL 8001)
ბუნებრივი ქვის მოპირკეთება ან პროექტში წარმოდგენილი მსგავსი ტიპის კერამოგრანიტი (ფერი:რუხი)
ალუმინის ვიტრაჟი (RAL 7043)