ინდუსტრიული საწარმოების ელექტრომომარაგება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. დიდ წარმოებაში მუშაობს მძიმე აღჭურვილობა, საწარმოო ხაზები და ენერგომიმღები დანადგარები, რაც განსაკუთრებულ საჭირეობებს ქმნის ელექტროქსელის მიმართ.
ელექტრო დაქსელვა ინდუსტრიულ ობიექტებზე გულისხმობს მრავალფაზიანი სისტემების მონტაჟს, რომელიც გაუძლებს დიდ-ხნიან დატვირთვას და მაღალ ტემპერატურას. ასეთ გარემოში გამოიყენება სპეციალური კლასის კაბელები და სამონტაჟო მასალები.
კაბელარხების გაყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი მოცულობის სამუშაო ფართებზე. ღია კაბელარხები უზრუნველყოფს კაბელების სწორ განაწილებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და მომავალში მოდერნიზაციის შესაძლებლობას.
წარმოების უწყვეტი ფუნქციონირება მოითხოვს დუბლირებულ სისტემებსა და სარეზერვო ხაზებს. ელექტროავარიის შემთხვევაში ავტომატური გადართვის სისტემები უზრუნველყოფს წარმოების შეუფერხებელ მუშაობას.
ქართული საპროექტო კომპანია “პროჯექტ გრუპი” გთავაზობთ ინდუსტრიული ელექტროქსელების სრული კომპლექსის დანერგვას. სამუშაოების პირველი ეტაპი მოიცავს დეტალური ანალზს, რა დროსაც ფასდება წარმოების სპეციფიკური მოთხოვნები.
კომპანიის სერვისი მოიცავს ტექნიკურ დაპროექტებას, რეგულაციების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, ხარისხიანი მასალების მომარაგებასა და პროფესიონალურ მონტაჟს. სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.