კოტეჯის პროექტი პროფესიონალებთნ ერთად

კოტეჯი წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ საცხოვრებელს ბუნებასთან ახლოს. თანამედროვე კოტეჯი აერთიანებს ხარისხიანი სახლის ყველა უპირატესობას – კერძო ტერიტორიას, ფუნქციურ დაგეგმარებას და ესთეტიკურ გადაწყვეტებს.

“პროჯექტ გრუპი” გთავაზობთ კოტეჯების პროექტირების პროფესიონალურ სერვისს.

მოითხოვე შეხვედრა და მიიღე კონსულტაცია უფასოდ

ჩვენი დამკვეთები

კოტეჯის პროექტირება - რა უნდა გაითვალისწინოთ

კოტეჯის აშენება სერიოზული ინვესტიციაა, რომელიც მოითხოვს სწორ დაგეგმვას. ხარისხიანი პროექტი უზრუნველყოფს:

ოპტიმალურ დაგეგმარებას – კოტეჯის პროექტი ითვალისწინებს ნაკვეთის მდებარეობას, რელიეფს და მზის განათების მიმართულებებს. სწორი ორიენტაცია ზოგავს ენერგიას და ზრდის საცხოვრებლის კომფორტს.

ფინანსურ დაგეგმვას – დეტალური პროექტი საშუალებას გაძლევთ წინასწარ გაიანგარიშოთ ფასები და თავიდან აიცილოთ დამატებითი ხარჯები მშენებლობის დროს.

კანონიერ მშენებლობას – პროფესიონალურად შედგენილი დოკუმენტაცია აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ობიექტის კანონიერად აშენებისათვის.

უსაფრთხოებას – კონსტრუქციული გათვლები უზრუნველყოფს შენობის სტაბილურობას და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებას.

რას მოიცავს თანამედროვე კოტეჯების პროექტი?

კოტეჯის პროექტირება

თანამედროვე კოტეჯების პროექტი მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

ესკიზური ნაწილი – იქმნება თქვენი სახლის ვიზუალური წარმოდგენა. 

არქიტექტურული პროექტი – მზადდება დეტალური ნახაზები – გეგმები, ჭრილები, ფასადები. მითითებულია ზუსტი ზომები, მასალები და ყველა ის ინფორმაცია, რაც სჭირდებათ მშენებლებს.

კონსტრუქციული ნაწილი – გამოთვლები საძირკვლის, კედლებისა და გადახურვების სტაბილურობისთვის. ეს ნაწილი უზრუნველყოფს შენობის გამძლეობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

საინჟინრო სისტემები – ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გათბობის სისტემების დეტალური დაპროექტება. პროფესიონალური საპროექტო კომპანია უზრუნველყოფს ყველა კომუნიკაციის ოპტიმალურ მოწყობას.

კოტეჯის პროექტის თავისებურებები

კოტეჯის პროექტირება განსხვავდება ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პროექტირებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით:

ლანდშაფტთან ინტეგრაცია – კოტეჯი ჩვეულებრივ მდებარეობს უფრო დიდ ნაკვეთზე, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ჰარმონია შენობასა და გარემო ლანდშაფტს შორის. პროექტი ითვალისწინებს ეზოს განაშენიანებას, მწვანე ზონების განლაგებას და მოსასვენებელ სივრცეებს.

ბუნებრივი განათება – კოტეჯების უპირატესობაა დიდი ფანჯრები და ღია სივრცეები. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი განათბის მაქსიმალურ გამოყენებას.

ფუნქციური ზონირება – კოტეჯის აშენება იძლევა საშუალებას თავისუფლად დაგეგმოთ ფართები – საცხოვრებელი ზონა, სტუმრების ზონა, სათავსო ან სამუშაო სივრცეები ერთმანეთისგან განცალკევებით.

ენერგოეფექტურობა – თანამედროვე კოტეჯების პროექტი ითვალისწინებს ენერგომზოგავ გადაწყვეტებს – ხარისხიანი იზოლაცია, ეფექტური გათბობის სისტემები და განახლებადი ენერგიის წყაროები.

რა ჯდება კოტეჯის პროექტი?

პროექტის ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • შენობის ფართობი და სართულიანობა
  • არქიტექტურული სირთულე და დიზაინის ინდივიდუალურობა
  • მომსახურების პაკეტები – სრული პაკეტი თუ ნაწილობრივი
  • დამატებითი სერვისები – ვიზუალიზაციები, ლანდშაფტის პროექტი, ინტერიერის დიზაინი

პროჯექტ გრუპი თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგება და გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტებს თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

რატომ პროჯექტ გრუპი კოტეჯის პროექტირებისთვის?

საპროექტო კომპანია პროჯექტ გრუპი

გამოცდილება – ვმუშაობთ 2019 წლიდან და გვაქვს მრავალი წარმატებული პროექტი. ჩვენი გუნდი აერთიანებს არქიტექტორებს, კონსტრუქტორებს და ინჟინრებს.

კომპლექსური მიდგომა – გთავაზობთ სრულ სერვისს – განაშენიანების პირობების მომზადებიდან მშენებლობის ნებართვის აღებამდე. ჩვენთან ყველაფერს ერთი გუნდი აკეთებს.

ინდივიდუალური დიზაინი – არ ვიყენებთ სტანდარტულ შაბლონებს. ყოველი პროექტი უნიკალურია და შექმნილია კონკრეტული კლიენტის სურვილების გათვალისწინებით.

თანამედროვე ტექნოლოგიები – ვიყენებთ უახლეს პროგრამებს და გთავაზობთ ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციებს, რომ წინასწარ დაინახოთ თქვენი სახლი.

ვადების დაცვა – ვზრუნავთ პროექტის დროულად შესრულებაზე და მუშაობის პროცესში გაძლევთ სრულ ინფორმაციას.

დაიწყეთ კოტეჯის პროექტირება დღესვე

კოტეჯის პროექტი – ეს არის თქვენი ოჯახის კეთილდღეობის საფუძველი. ხარისხიანი პროექტირება უზრუნველყოფს კომფორტულ, უსაფრთხო და ესთეტიურ საცხოვრებელს.

პროჯექტ გრუპი მზადაა თქვენი იდეა გადააქციოს რეალობად. ჩვენი გუნდი მხარში გიდგებათ პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე.

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის. ჩვენი სპეციალისტები გაგესაუბრებიან და შემოგთავაზებენ საუკეთესო გადაწყვეტებს თქვენი კოტეჯის პროექტისთვის.

გაქვთ იდეა და გჭირდებათ პროფესიონალური საპროექტო სერვისი? დაგვიკავშირდით და ერთად ვაქციოთ თქვენი იდეა რეალობად