ბევრი ჩვენგანი ოცნებობს საკუთარი სახლის ქონაზე, თუმცა ამ ოცნების რეალობად ქცევა გონივრულ დაგეგმვას და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. თუ კი გსურთ, რომ აიშენოთ თქვენს სჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი აუცილებელია ხარისხიანი პროქტის შექმნა.
სახლის დაპროექტება ძლიერ საპასუხისმგებლო პროცესია. საჭიორა დეტალებზე ორიენტირება და ყოველი ასპექტის წინასწარ გათვლა. “პროჯექტ გრუპი” გთავაზობთ სრულ საპროექტო სერვისს.
ჩვენი დამკვეთები










პროექტირების პროცესი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:
ესკიზური პროექტი – იქმნება ვიზუალური წარმოდგენა იმისა, თუ როგორი იქნება დასრულებული შენობა. არქიტექტორი ქმნის ექსტერიერის და ინტერიერის ვარიანტებს, რომლებიც შემდეგ იხვეწება და იცვლება თქვენთან შეთანხმებით.
არქიტექტურული პროექტი – ჩვენი არქიტექტურული მომსახურების ფარგლებში იქმნება დეტალური დოკუმენტი ყველა საჭირო ნახაზით – გეგმები, ჭრილები, ფასადები. მითითებულია ზუსტი ზომები, მასალების სპეციფიკაციები და ყველა ის დეტალი, რაც საჭიროა მშენებლებისთვის.
კონსტრუქციული ნაწილი – კონსტრუქტორი ახდენს ყველა საინჟინრო გაანგარიშებას. განისაზღვრება საძირკველის ტიპი, კედლების სისქე, გადახურვების მოწყობა. კონსტრუქციული სისწორე უზრუნველყოფს შენობის სტაბილურობას და გამძლეობას.
საინჟინრო სისტემები – პროექტი მოიცავს ელექტრომომარაგების სქემებს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გადაწყვეტებს, გათბობის სისტემის განთავსებას. ჩვენი გამოცდილი საპროექტო კომპანია უზრუნველყოფს ყველა ინჟინერიული სისტემის ოპტიმალურ მოწყობას.
სახლის დაპროექტების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
პროჯექტ გრუპი გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას ფასწარმოქმნისას. ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულად თქვენს პროექტს და გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტებს თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
პროჯექტ გრუპი ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს არქიტექტორებს, კონსტრუქტორებს და ინჟინრებს, რომლებსაც გააჩნიათ მდიდარი გამოცდილება, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ობიექტების პროექტირებაში.
კომპლექსური მიდგომა – გთავაზობთ სერვისების სრულ სპექტრს: განაშენიანების პირობების მომზადებიდან მშენებლობის ნებართვის აღებამდე.
ინდივიდუალური მიდგომა – ყოველი დამკვეთს გააჩნია განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები. ჩვენი არქიტექტორები ინდივიდუალურად მუშაობენ თითოეულ კლიენტთან, რათა შევქმათ თქვენს სურვილებზე სრულად მორგებული პროექტი.
თანამედროვე ტექნოლოგიები – ვიყენებთ უახლეს არქიტექტურულ პროგრამებს. ჩვენ მიერ შექმნილი ფოტორეალისტური ვიზუალიზაციები დაგეხმარებათ წინასწარ დაინახოთ, თუ როგორი იქნება თქვენი მომავალი სახლი.
ვადების დაცვა – პროექტის დასაწყისშივე ვსაუბრობთ რეალურ ვადებზე და ვცდილობთ მათ მაქსიმალურად დაცვას. მუშაობის პროცესში დამკვეთი ინფორმირებულია ყველა ეტაპზე.
სახლის პროექტირება არის თქვენს მომავალში ინვესტიცია. ხარისხიანი პროექტი ზოგავს დროს, ფულს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
პროჯექტ გრუპი მზადაა თქვენთან ერთად გაიაროს გზა იდეიდან რეალობამდე. ჩვენი გუნდი არა მხოლოდ შეიმუშავებს პროექტს, არამედ ყველა შემდგომ ეტაპზეც მხარში დაგიდგებათ.
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ უფასო კონსულტაციისათვის. ჩვენი სპეციალისტები დეტალურად ისაუბრებენ თქვენს იდეებზე, შეაფასებენ პროექტის მასშტაბს და შემოგთავაზებენ ოპტიმალურ გადაწყვეტებს.
გაქვთ იდეა და გჭირდებათ პროფესიონალური საპროექტო სერვისი? დაგვიკავშირდით და ერთად ვაქციოთ თვენი იდეა რეალობად