ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია მოითხოვს სახანძრო უსაფრთხოების დაცვის ყოვლისმომცველ დაგეგმარებას. ეს არის სავალდებულო პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშენებლობის კანონიერობას, ისე ადამიანების სიცოცხლის დაცვას საგანგებო სიტუაციების დროს.
ჩვენი დამკვეთები










საქართველოში მშენებლობის ნებართვის მისაღებად სავალდებულოა სახანძრო უსაფრთხოების პროექტის წარდგენა. ეს დოკუმენტი არის შედის საერთო საპროექტო პაკეტშო და მის გარეშე შეუძლებელია ობიექტის კანონის ფარგლებში მოქცევა.
პროექტი უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციის დროს. სწორმა დაგეგმვამ და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებამ შეიძლება გადაარჩინოს სიცოცხლე. ევაკუაციის გზები, სახანძრო სიგნალიზაცია, ავტომატური ჩამქრობი სისტემები – ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა სწორად არის დაპროექტებული.
ევაკუაციის გეგმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დატოვონ ადამიანებმა შენობა საფრთხის შემთხვევაში. მითითებულია ევაკუაციის გზების რაოდენობა, მათი სიგანე, კიბეების ტიპი და მდებარეობა. გათვალისწინებულია შენობაში მყოფი ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა და უსაფრთხო ევაკუაციისათვის საჭირო დრო.
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა შეიცავს დეტექტორების განთავსების სქემას და კავშირის პრინციპს. აქ მითითებულია კვამლის, სითბოს თუ ალის სენსორების ტიპები და მათი ინტეგრაცია ერთიან სისტემაში.
ჩამქრობი სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი საზოგადოებრივი შენობებისთვის. პროექტში აღწერილია ავტომატური ან ხელით ჩამქრობი სისტემის ტიპი, სპრინკლერების განთავსება და დამატებითი ჩამქრობი საშუალებები.
კონსტრუქციული ხანძარ-დაცვა ითვალისწინებს კედლებისა და გადახურვების ცეცხლგამძლეობას, ხანძარსაწინააღმდეგო დაყოფასა და საევაკუაციო გასასვლელების კონსტრუქციას.
თითქმის ყველა ტიპის შენობას სჭირდება სახანძრო პროექტი – საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ოფისები, სავაჭრო ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, საწარმოო შენობები.
განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნებია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის – სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, სტადიონები, საბავშვო დაწესებულებები, თეატრები და ა.შ. ინდუსტრიული ობიექტები, სადაც არსებობს ხანძრის ან აფეთქების გაზრდილი საფრთხე, მოითხოვს სპეციალურ მიდგომას და გამოცდილებას სპეციფიკურ ტექნოლოგიებში.
პროჯექტ გრუპი გთავაზობთ სრულფასოვან საპროექტო მომსახურებას სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენს გუნდში არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ ნებართვა ხანძარსაწინააღმდეგო პროექტების შემუშავებისთვის.
ჩვენ ვმუშაობთ ობიექტებზე ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის საცხოვრებელი სახლებიდან, დიდ კომერციულ ან ინდუსტრიულ კომპლექსებამდე. ჩვენი მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, არამედ რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
თანამშრომლობა ჩვენთან ნიშნავს სრულ მხარდაჭერას – საწყისი კონსულტაციიდან დამტკიცებულ პროექტამდე. ჩვენი საპროექტო კომპანია გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის ყველაზე შესაფერის გადაწყვეტებზე, დაგეხმარებათ დოკუმენტების მომზადებაში და გაკონტროლებთ პროექტის შეთანხმების პროცესს შესაბამის სამსახურებთან.
დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს უფასო კონსულტაციისთვის და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების პროექტირების შესახებ.
გაქვთ იდეა და გჭირდებათ პროფესიონალური საპროექტო სერვისი? დაგვიკავშირდით და ერთად ვაქციოთ თქვენი იდეა რეალობად