შპს „პროჯექტ გრუპი“-მ წარმატებით განახორციელა მაღალი პასუხისმგებლობის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მოიცავდა ქ/ს „ნავთლუღი-220“-ისა და ქ/ს „დიდუბე-220“-ის ტრანსფორმატორების ტვირთის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობების (РПН) სრულ მოდერნიზაციას, თანმდევი მონტაჟის, ტესტირების და გაშვება-გაწყობის სამუშაოებით.
პროექტის ფარგლებში შესრულდა:
- ქ/ს „ნავთლუღი-220“ – ტრანსფორმატორები T-1 და T-3
- ქ/ს „დიდუბე-220“ – ტრანსფორმატორი T-1
- არსებული РПН მოწყობილობების დემონტაჟი
- ვაკუუმური ტიპის თანამედროვე РПН სისტემების მიწოდება და ინსტალაცია
- ძაბვის ავტომატური რეგულირების (AVR) სისტემების დანერგვა
- ტრანსფორმატორების ურთიერთინტეგრირება და მათი პარალელურ, ავტომატურ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა
- დიაგნოსტიკური და საგამოცდო სამუშაოების ჩატარება
გამოყენებული ტექნოლოგიები
პროექტში გამოყენებულია წამყვანი საერთაშორისო მწარმოებლების აღჭურვილობა:
- HM Elektromekanik – ვაკუუმური РПН მოწყობილობები (IEC 60214-1 სტანდარტის შესაბამისად)
- A-Eberle – ციფრული AVR სისტემები (IEC 61850 კომუნიკაციის მხარდაჭერით)
მოწყობილობები უზრუნველყოფენ:
- მაღალი სიზუსტის ძაბვის რეგულირებას
- დისტანციურ და ავტომატურ მართვას
- მაღალი საიმედოობისა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ ციკლს
- ენერგოსისტემის სტაბილურ მუშაობას დატვირთვის ცვლილების პირობებში
შედეგი
პროექტის განხორციელების შედეგად:
- მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსფორმატორების მუშაობის საიმედოობა
- გაუმჯობესდა ენერგომომარაგების ხარისხი
- შემცირდა ავარიული რისკები
- უზრუნველყოფილია თანამედროვე ავტომატიზაციისა და მონიტორინგის სტანდარტები
შპს „პროჯექტ გრუპი“ უზრუნველყოფდა სამუშაოების სრულ შესაბამისობას ტექნიკურ დავალებასთან, უსაფრთხოების წესებთან და სახელმწიფო სტანდარტებთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებში.