Პროექტის მიმოხილვა:
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ,თბილისში ერისთავის ქუჩა ნომერ 4ში. მიწის ნაკვეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება კერძო ნაკვეთები, ხოლო ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა. რელიეფი ხასიათდება ვაკე ზედაპირით ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლე შეადგენს 432მეტრს. საპროექტო შენობა წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს რომელიც შედგება 25 % კომერციული და 75% საცხოვრებელი ფართებისგან. შენობა კონსტრუქციულად წარმოადგენს რიგელებისა და კოლონებისგან შემდგარ კარკასს,ხოლო საძირკველი არის წერტილოვანი. მიწის ქვედა სართულზე იგეგმება ავტოსადგომის მოწყობა, ხოლო მიწის ზედა სართულიანობა შეადგენს 9 სართულს. შენობის აბსოლიტური ნული შეადგენს 432მეტრს. შენობაზე იქნება გამოყენებული ძირითადად 3 ფერი: თეთრი ყვითელი და ბეტონის ეფექტით ლესვა. აივნებზე გამოყენებული იქნება ლითონის მოაჯირები და ლითონის ცხაურები გარე აგრეგატების დასაფარად. კარფანჯარა იქნება ალუმინის შავი ფერის. შენობის გადახურვა იქნება ბრტყელი გადახურვის და დამონტაჟდება ფარული ჟოლობები ნალექის ნაკადის ჩამოსატანად მიწის დონემდე. ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი მაცხოვრებელთა დასასვენებლად.
შეთანხმებული პროექტი რეკვიზიტები: AR1934799